Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა გაბილაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1939 წელს, ასპირანტურა - 1942 წელს. 1960-1970-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, იყო ფაკულტეტის დეკანი, დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის გამგე; შემდეგ - თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი; ბოლოს - ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. იგი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას - სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ბათუმისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; თეატრალურ ინსტიტუტში; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა სპეცკურსი მეცნიერული ინტუიციის პრობლემებზე; ლექციები ჰქონდა წაკითხული აგრეთვე ბერლინისა და ბრნოს უნივერსიტეტებში. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი სფერო იყო დიალექტიკური მატერიალიზმის, მეცნიერული ინტუიციისა და ესთეტიკის საკითხები. საბჭოთა ფილოსოფოსებს შორის მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაამუშავა მეცნიერულად ინტუიციის პრობლემა. ამ თემებს მან მიუძღვნა არაერთი შრომა და სამეცნიერო სტატია. მისი ინიციატივითა და რედაქტორობით რუსული ენიდან ქართულზე ითარგმნა და გამოიცა ფილოსოფიური წიგნები. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1963), დოცენტი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.43-44 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |