შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეპიფანე კვანტალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაიბადა გლეხის ოჯახში. იყო მუშა. 1906 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. 1911-1917წწ. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გასახლებული კავკასიიდან; 1917 წლიდან რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ტომსკსა და ბაქოში. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, 1918 წელს იყო კვაკასიის წითელი არმიის შეიარაღების კომისარი, სამხრეთის ფრონტის მე-8 არმიის საარტილერიო მომარაგების კომისარი; 1919-1920წწ. იატაკქვეშა პარტიულ სამუშაოებზე იყო ბაქოში; 1921 წელს იყო აზერბაიჯანის სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, 1922 წელს - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მთავარი სამმართველოს უფროსი და, შეთავსებით, აზერბაიჯანის სსრ იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილე; 1922 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ, იმავე წლის ნოემბერში - საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 1926 წლის სექტემბერიდან იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე და, იმავდროულად (1924 წლის აგვისტოდან), ამიერკავკასიაში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკურო სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე; იყო საქართველოში ანტისაბჭოთა ოპოზიციის დევნის, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის და პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1926 წლის დეკემბერში უშიშროების ორგანოებში დაკავებულ თანამდებობებზე ლავრენტი ბერიამ ჩაანაცვლა, კვანტალიანი კი დაინიშნა ამიერკავკასიის სფსრ ფოსტისა და ტელეგრაფის ხელმძღვანელად (1926-1931); 1933 წლის ოქტომბრიდან იყო ამიერკავკასიის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი; 1934 წლის დეკემბრიდან - ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი; 1935 წლის აგვისტოდან - ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე; მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და დახვრიტეს; რეაბილიტირებულია 1956 წელს. დაჯილდოებული იყო აზერბაიჯანის სსრ წითელი დროშის (1920), საქართველოს სსრ წითელი დროშის (1923), ამიერკავკასიის სფსრ შრომის წითელი დროშის (1932) ორდენებით, საპატიო ნიშნებით, მათ შორის საპატიო ჩეკისტის ნიშანი (1924). ბოლშევიკი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.102-104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |