The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხვთისო გოგოჭური

დაბადების თარიღი:1941
გარდაცვ. თარიღი:1997  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მკვლევარი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თეთრწყლები, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

მისი კვლევა-ძიების ძირითადი სფერო იყო ფილოსოფიური ცოდნის თავისებურება, რელიგიური ფილოსოფიის პრობლემები, ფილოსოფიისა და რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ურთიერთმიმართება. მის გამოკვლევებში ამ კუთხით გაშუქებული იყო ფილოსოფიური ცოდნის თავისებურება და მისი მიმართება სპეციალურ-მეცნიერულ ცოდნასთან, მხატვრულ შემოქმედებასა და რელიგიურ რწმენასთან. მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა რუსი ფილოსოფოსიის ნ. ბერდიაევის შემოქმედებას.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.56

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: