The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო გოგსაძე

დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:2017  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობდა უმაღლესი განათლების სისტემაში, ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში; ბრატისლავის კომენსკის სახელობის უნივერსიტეტში; იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მის კალამს ეკუთვნის ფილოსოფიური ნარკვევები და პუბლიცისტური სტატიები რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. იგი ავტორია დამხმარე სახელმძღვანელოებისა: "დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი" (1987) და "ფილოსოფიურ ცოდნათა საფუძვლები" (1989). ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.57

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: