შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ქიქოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი). სწავლობდა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა რევოლუციური წრეების მუშაობაში; 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციასა და ოქტომბრის გადატრიალებაში; მუშაობდა პეტროგრადის რევკომში; 1918 წელს მოსკოვში მუშაობდა ეროვნებათა სახალხო კომისარიატში; 1919 წელს გაგზავნეს ყირიმში; 1918-1919წწ. მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებებში, რის გამოც ორჯერ იყო დაპატიმრებული; საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოში; დაკრძალულია თბილისში; რევოლუციონერი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |