ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ჯარჯი ფხოველი
ოფიციალური სახელი: | დავით ციგროშვილი |
დაბადების თარიღი: | 18 ოქტომბერი, 1943 |
გარდაცვ. თარიღი: | 27 მაისი, 2021 (77 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ფოლკლორისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი არახიჯა, დუშეთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1966 წელს; 1968–1977წწ. მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში; მუშაობას მალე თავი მიანება. ბოლო 10 წელიწადია თავის მშობლიურ კუთხეს, ფშავს დაუბრუნდა და მოღვაწეობას იქიდან განაგრძობს; მისი ბოლო წიგნი, რომელსაც სახელად "უდაბნოს წიგნი" ჰქვია, სწორედ ამ პერიოდში შექმნილი პოეზიია შესული; მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე; მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.225
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
- უდაბნოს წიგნი : პოეზია (ავტორი). - თბილისი, საუნჯე, 2013. - 224გვ.. - ISBN: 978-9941-442-72-8
- 100 ლექსი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 137გვ.. - ISBN: 978-9941-440-16-8
- შავი რვეული : პოეზია (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2012. - 112გვ.. - ISBN: 978-9941-9269-8-3
- ფურცლები : პროზა (ავტორი). - თბილისი, ჯისიაი, 2005. - 364გვ.. - ISBN: 99940-17-59-4
- დილის არაყი : პოეზია (ავტორი). - თბილისი, ჯისიაი, 2005. - 168გვ.. - ISBN: 99940-17-56-X
- ლირიკა, 1989-1997 (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1998. - 212გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1986. - 153გვ.
- ჩაძირული არქიპელაგია და სხვა ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 168გვ.
- ძველი წიგნებიდან ამოკრებილი ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1982. - 179გვ.
|