The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯარჯი ფხოველი

ჯარჯი ფხოველი
ოფიციალური სახელი:დავით ციგროშვილი
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 2021  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არახიჯა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1966 წელს; 1968–1977წწ. მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში; მუშაობას მალე თავი მიანება. ბოლო 10 წელიწადია თავის მშობლიურ კუთხეს, ფშავს დაუბრუნდა და მოღვაწეობას იქიდან განაგრძობს; მისი ბოლო წიგნი, რომელსაც სახელად "უდაბნოს წიგნი" ჰქვია, სწორედ ამ პერიოდში შექმნილი პოეზიია შესული; მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე; მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: