შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ქიქოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1991-1994წწ. იყო სამაშველო სამსახურ "სანთელის" წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით; 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით; მისი მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში; არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ; 2018 წელს მისი მოთხრობა "კახეთის მატარებელი" საფუძვლად დაედო რეჟისორ ლალი კიკნაველიძის დრამას; 2013 წელს გადაღებულია ფილმში "შემთხვევითი პაემნები" (რეჟ. ლევან კოღუაშვილი) - ივას როლში. მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე კრებულისთვის "ირემი და ლიმონათი" (2002), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის "სამხრეთული სპილო" (2017). ალპინისტი, მოგზაური. წყარო: radiotavisupleba.ge; translationlab.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.227 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |