The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეშ გოუბარი

ეშ გოუბარი
Date of birth:1930  (95 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა უისკონსინის უნივერსიტეტი 1954 წელს.

1937-1938წწ. მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა ჯერ ბულგარეთში, იუგოსლავიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში. 1950 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1959-1961წწ. მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტში; 1961-1967წწ. ადიუნქტ-პროფესორი. ეშ გოუბარმა შეიმუშავა ფილოსოფიური თეორია, რომელიც ცნობილია "დიალექტიკური რეალიზმის" სახელწოდებით. 1990 წელს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მან წაიკითხა ლექცია თემაზე: "ხელახალი შეხვედრა მეცნიერების ფილოსოფიასთან. დიალექტიკური რეალიზმი". მოხსენების ტექსტის ქართული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალ "მაცნეში" (ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1993, N2). მისი სტატიები დაიბეჭდა: "ფილოსოფიური ძიებანის" მესამე (1999), მეხუთე (2001), მეშვიდე (2003) და მეცხრე (2004) კრებულებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ევროპისა და ამერიკის ფილოსოფიურ ჟურნალებში ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიისა და სიცოცხლის ფილოსოფიის პრობლემებზე, აგრეთვე სტატიები თანამედროვე ქართული ფილოსოფიის შესახებ ინგლისურენოვანი მკითხველისათვის. ავტორია წიგნების: "Philosophic Foundations of Psychology" (1968); "Philosophy as Higher Enlightenment" (1994); "Philosophy as Higher Enlightenment: Paradigms Toward a New Worldview from the Perspective of Dialectical Realism" (1994); "Philosophic Foundations of Genetic Psychology and Gestalt Psychology: A Comparative Study of the Empirical Basis, Theoretical Structure, and Epistemological Groundwork of European Biological Psychology" (2012) და სხვ. ფილოსოფიის დოქტორი (1959), ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (ქ. ლექსინგტონი, კენტუკის შტატი, აშშ) პროფესორი (1968-1995), ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე (წარმოშობით ქართველი).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.64-65; ashgobar.com

Member of Organizations

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი, აკადემიკოსი (1996-)

Share: