შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გონაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფeli არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს, ასპირანტურა - 1952 წელს. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე წიგნი. ამ ნაშრომებში შესწავლილია ცნობიერების, სოციალური ფილოსოფიის, ფილოსოფიური მეთოდოლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები. მისი აზრით, მეთოდოლოგია, სხვა დარგების ანალოგიურად, არის ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი დარგი. მეთოდი არის ადამიანის არსის რეალიზაციის გზებისა და საშუალებების ერთიანობა. იკვლევდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგნის პრობლემას, ქიმიის ფილოსოფიურ პრობლემებს, ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების თეორიულსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.63 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |