Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გონაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფeli არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს, ასპირანტურა - 1952 წელს. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე წიგნი. ამ ნაშრომებში შესწავლილია ცნობიერების, სოციალური ფილოსოფიის, ფილოსოფიური მეთოდოლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები. მისი აზრით, მეთოდოლოგია, სხვა დარგების ანალოგიურად, არის ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი დარგი. მეთოდი არის ადამიანის არსის რეალიზაციის გზებისა და საშუალებების ერთიანობა. იკვლევდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგნის პრობლემას, ქიმიის ფილოსოფიურ პრობლემებს, ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების თეორიულსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.63 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |