Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ გულუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა წალენჯიხის პედაგოგიური ტექნიკუმი 1940 წელს; 1942 წელს - ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა ლოგიკის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკური ეთიკის განყოფილების გამგედ; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ემოციურისა და რაციონალურის დიალექტიკა მორალში", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.65 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |