The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სიხარულიძე

გიორგი სიხარულიძე
დაბადების თარიღი:1988  (37 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტი 2012 წელს; 2017 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო მაგიტრის ხარისხი კინორეჟისურაში.

მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენები იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე კლერმონ-ფერანში, ტორონტოსა და თბილისში. კანის კინოფესტივალის რეზიდენტი (2019). რეზიდენტურის ფარგლებში მუშაობს სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე "პანოპტიკონი". ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს კინორეჟისურაში. გადაღებული აქვს ფილმები: "თევზი, რომელიც დაიხრჩო" (The Fish that Drowned, 2014) - სცენარის ავტორი,  მონტაჟი, რეჟისორი; "წითელი ვაშლები" (Red Apples, 2016) - მონტაჟი, რეჟისორი; "ახალი წელი" (2018) - სცენარის ავტორი, რეჟისორი; "მამული" (Fatherland, 2019) - სცენარის ავტორი, რეჟისორი.

წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge


გააზიარე: