The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან კვარაცხელია

მურმან კვარაცხელია
Date of birth:7 October, 1952  (72 years)
Category:Economist, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი 1973 წელს; 1973-1977წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტში გააგრძელა მუშაობა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა როგორც უმცროსმა, შემდგომში უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პარტიის ოჩამჩირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკის საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სუბტროპილკული მეურნეობის ინსტიტუტში დოცენტად; 1990 წლიდან პარალელურად მუშაობდა გაერთიანება "საქსოფლმშენის" N7 ტრესტის მმართველის მოადგილედ, იყო იმავე ტრესტის განყოფილების უფროსი; აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ილორის N59 საარჩევნო უბნიდან (1991); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: facebook.com

Member of Organizations

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ფრაქციის თავმჯდომარე
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: