Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერეკლე ბატონიშვილი![]()
Biographyდაამთავრა სამხედრო სასწავლებელი რუსეთში, რამდენიმე წელი რუსეთში იყო სამხედრო სამსახურში. 1862-1864წწ. თბილისში სათავეში ედგა წერა-კითხვის კომიტეტს, რომელიც მფარველობას უწევდა ორ საქველმოქმედო სკოლას, ერთს მთაწმინდაზე, ხოლო მეორეს ავლაბარში. ორივე სკოლას თბილისელები "ერეკლეს სკოლას" უწოდებდნენ. როგორც გაზეთი "დროება" იუწყებოდა, მისი გარდაცვალების გამო თბილისში ყველა გასართობი ღონისძიება გაუუქმებიათ. ერეკლე ბატონიშვილის გარდაცვალების ამბავი ძალიან განიცადა ავსტრიელმა მწერალმა ქალმა ბერტა ფონ ზუნტერმა, რომელიც 1876-1885 წლებში საქართველოში ცხოვრობდა (იგი იყო ალფრედ ნობელის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი, ბერტა ფონ ზუნტერს 1905 წელს ნობელის პრემია მიენიჭა), ბერტა კინსკიმ ( შემდგომში ბერტა ფონ ზუნტერმა) მაინის-ფრანკფურტის ჩრდილოეთით მდებარე საკურორტო ქალაქ ჰომბურგში ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში გაიცნო ერეკლე ბატონიშვილი. ბერტა ფონ ზუნტერი თავის მოგონებებში წერდა თავისი ურთიერთობის შესახებ ერეკლე ბატონიშვილთან, შემდეგ იგი მეგობრობდა ერეკლე ბატონიშვილის ქვრივთან - თამართან და მის ქალიშვილებთან. ერეკლე II-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ერეკლეს ძის შვილი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.49; archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |