Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძე![]()
Biography1885 წელს ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძის დიდი ძალისხმევით თელავში წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი გაიხსნა, მან გრიგოლ ორბელიანის შუამდგომლობით საქართველოში კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს თხოვა დახმარება. სასწავლებელი თავდაპირველად ერეკლე II-ის სასახლეში განთავსდა. ამ ფაქტს ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა "დროებამ" დიდი შეფასება მისცა. ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით სასწავლებელში სწავლა მაღალ დონეზე მიმდინარეობდა, იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ ენაზე სწავლა-განათლებას, რის გამოც მას მრავალი მორალური და ეკონომიკური სიძნელეების გადალახვა უწევდა, მან თავისი ცხოვრების 20 წელი თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელს შეალია. ქალთა სასწავლებელს ჰქონდა საკუთარი ბიბლიოთეკა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცულია უნიკალური ექსპონატი - ამ ბიბლიოთეკის ბეჭედი, რომელზეც ამოტვიფრულია: "Библиотека Телавского женского уъздного заведенiя Св. Нины №583". საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილის, დავით ჭავჭავაძის მეუღლე. ქველმოქმედი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.69; ka.rodovid.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |