შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბოგველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. 1934 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ იმავე წელს გარიცხეს ილია ჭავჭავაძისა და მისი შემოქმედების ფილიპე მახარაძისეული შეფასების წინააღმდეგ გამოსვლის გამო. იგი იძულებული გახდა სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1940 წელს. 1941 წლის 1 აპრილს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, მონაწილეობდა II მსოფლი ომში, ახალგაზრდა ოფიცერი ფრონტზე მეთაურობდა დაზგის მეტყვიამფრქვევეთა ასეულს. 1944 წელს სარდლობამ დივიზიის გაზეთის რედაქციაში გადაიყვანა სამუშაოდ და იმ დროიდან სამხედრო პრესაში სარულებდა კორესპონდენტის, ლიტმუშაკის, რედაქციის პასუხისმგებელი მდივნის და რედაქტორის მოვალეობას. არმიიდან მაიორის ჩინით დემობილიზაციის შემდეგ გიორგი ბოგველიშვილი აგრძელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას; იყო ჟურნალ "საქართველოს ბუნების" რედაქტორი, გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი. იყო წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, არის შვიდი სამეცნიერო წიგნის ავტორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.99; ambebi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |