Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო სწავლების პროფესიული სკოლა 1980 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1999 წელს. 1980-1981 წწ. რიგით მატროსად ცურავდა საქართველოს საოკეანო თევზჭერის ფოთის სამმართველოს ტრაულერებზე: «კახეთი», «რუსლანი» და «იმერეთი»; 1983 წლიდან ზღვაში საქმიანობა სავაჭრო ფლოტში, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში განაგრძო მოტორისტ-მატროსად და მატროსად ტანკერებზე: «ევენსკი», «ქარელი», «ადიგენი», «ქუთაისი», «სოხუმი», «მარშალ გელოვანი» და «გრიგორი ორჯონიკიძე»; 1992-2007 წწ. შორეული ნაოსნობის შტურმანის რანგში, კაპიტნის მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ ცურავს და საქმიანობს ერთობლივი და სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების («ADJAR SHIPPING», «EASTWIND», «QUEENSWAY NAVIGATION» და სხვა) გემებზე. 2008 წლიდან დღემდე შორეული ნაოსნობის კაპიტანი სანაოსნო კომპანიების: «QUEENSWAY NAVIGATION», «WARMSEAS», «WALLEM SHIP MANAGEMENT»-ის გემებზე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |