The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგორი მხატვარი

გრიგორი მხატვარი
Date of birth:21 August, 1957  (67 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1976 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1992 წელს.
1977-1980 წწ. კაპიტნის მეორე თანაშემწედ ცურავდა ოდესის შავი ზღვის საზღვაო სანაოსნოს (ЧМП) გემებზე, 1980 წლიდან კი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში განაგრძო; კაპიტნის თანაშემწედ, შორეული ნაოსნობის შტურმანად ცურავდა სანაოსნოს მადანმზიდებზე - «Филипп Махарадзе»-ზე, «Художник Герасимов»-სა და «Художник Габашвили»-ზე; 1992 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ბალკერების: «Художник Тоидзе»-სა და «Художник Владимир» Серов»-ის კაპიტანია, 1994 წელს კი ერთობლივი სანაოსნო კომპანია - «Anglo-Georgian Shipping Co»-ს კუთვნილი გემის, სახელდარქმეული ბალკერის - «LEVAN»-ის(ყოფილი «Миха Цхакая») კაპიტნად ინიშნება; 1996-2000 წწ. სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის სუპერინტენდანტად (კაპიტან-დამრიგებლად) საქმიანობდა. 2001 წლიდან კი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გრიგორი მხატვარი ერთ-ერთი წამყვანი ევროპული სანაოსნო კომპანიის კონტეინერმზიდებზე დაცურავს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: