The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა წერეთელი

შალვა წერეთელი
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1955  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

მუშაობდა შავ მუშად რკინიგზაზე და ჭიათურის მაღაროებში. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს გაიწვიეს რუსეთის იმპერიის არმიაში. მსახურობდა ორენბურგის 105-ე სათადარიგო ბატალიონში რიგითად, შემდეგ ავსტრიის ფრონტზე მირგოროდის 168-ე ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკად. 1915 წლის ივლისში ტყვედ ჩავარდა. იმავე წლის დეკემბერში გერმანიის ტყვეთა ბანაკში ყოფნისას გადაიბირეს და შეუერთდა ოსმალეთის  ტერიტორიაზე მოქმედ ქართულ ლეგიონს (მეთაურობდა ასეულს). 1918 წელს ჯარში დესტრუქციული საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა. ციხიდან გაქცევა მოახერხა და 1920 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის რიგებში ჩაირიცხა. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა საქართველოს 1-ლ მსროლელთა ლეგიონის მეთაურად და პოლიტხელმძღვანელად. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში. 1925-1932წწ. შალვა წერეთელი მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატის საგანგებო კომიტეტის ორგანოებში; 1932-1938წწ. იყო საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს უფროსი; 1937-1938წწ. როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული სამეულის წევრი, იყო სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი აღმსრულებელი, ფარული გატაცებებისა და მკვლელობების ორგანიზატორი; 1939 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების უფროსად, ასევე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველ მოადგილედ, შემდეგ საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ. სარგებლობდა ლავრენტი ბერიას მხარდაჭერით. ბერიას სიკვდილით დასჯის შემდეგ უკვე პენსიაზე (1953 წლიდან) მყოფი შალვა წერეთელი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. საბჭოთა უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსანი, გენერალ-ლეიტენანტი (1945).

წყარო: qartuliazri.reportiori.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: