The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი
სხვა სახელი:პარიზელი იმერელი
გ. პერევისელი  (ფსევდონიმი)
გოგი ლუბაშვილი  (ფსევდონიმი)
მამულს განშორებული  (ფსევდონიმი)
გიორგი ქართველი  (ფსევდონიმი)
გიორგი ჯაყელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1993  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პერევისი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

1930 წელს ჩააბარა თბილისის შალვა ელიავას სახელობის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში. 1935 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ასტრონომიის სპეციალობით (იყო ევგენი ხარაძის სტუდენტი). ვანის რაიონის სოფელ შუამთის საშუალო სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას, ფიზიკასა და ქიმიას. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. გიორგი წერეთელი ქ. გეორგიევსკში, რომელიც გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი, გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებს შეხვდა, რომლებმაც იგი გივი გაბლიანთან წაიყვანეს და ასე გახდა ბერგმანის ბატალიონის წევრი. გიორგი წერეთელი 1944 წელს, ძველი თაობის ემიგრანტის, ნიკო ნაკაშიძის დახმარებით მოხვდა საფრანგეთში. ომის შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. უცხოეთში გიორგი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტთა ასოციაციას. 1974 წელს ლევან ზურაბიშვილსა და მიხეილ გრიგოლიასთან ერთად დააარსა საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანო, ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა", რომლის უცვლელი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი. ჟურნალმა იარსება 1984 წლის იანვრამდე (სულ გამოვიდა 42 ნომერი), 1984 წლის აპრილიდან ჟურნალს სახელწოდება შეეცვალა და "გუშაგი" ეწოდა. რედაქტორ–გამომცემელი კვლავ გიორგი წერეთელი იყო. გარდა ჟურნალისტური და პუბლიცისტური მოღვაწეობისა გიორგი წერეთელი წერდა ლექსებს. მისი შემოქმედებიდან მნიშვნელოვანია ლექსების კრებული "სიყვარულის თაიგული"(პარიზი, 1983); კრიტიკული წერილების კრებული "ჩვენი სატკივრები"(პარიზი 1987). 1989 წლიდან ის სათავეში ედგა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა განახლებულ შემოქმედებით კავშირს. 1991 წლის ოქტომბერში მეუღლესთან ერთად, 50 წლის განშორების შემდეგ ესტუმრა საქართველოს. ქართველი ემიგრანტი. (გიორგი ილიას ძე წერეთელი).

წყარო: ერთი ცხოვრება: ემიგრანტის თავგადასავალი / გიორგი წერეთელი. - თბ., 2004  

ბიბლიოგრაფია

  • ერთი ცხოვრება : ემიგრანტის თავგადასავალი (ავტორი). - თბილისი, შპს "პდპ", 2004. - 160გვ.

გააზიარე: