The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიშა ჭიაურელი

მიშა ჭიაურელი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ჭიაურელი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1964 წელს; საქართველოს სამხატვრო აკადემია 1971 წელს; სსრკ სახელმწიფო კინემატოგრაფიის სააგენტოს სცენარისტებისა და რეჟისორების ორწლიანი უმაღლესი კურსები 1977 წელს.

1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში რეჟისორის ასისტენტად; 1976 წლიდან საქართველოს კინოსტუდიის რეჟისორად; არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: "სიყვარული ყველას უნდა" (გიორგი შენგელაიასთან ერთად), "ჭიდაობას რა უნდა", "რულონი", "მე, პელეს ნათლია", "სოფიკო", "ბზარი". მისი დოკუმენტური ფილმი "უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი", მანას ფესტივალის გამარჯვებული გახდა. მიხეილ ჭიაურელი არის ავტორი წიგნისა – "ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში". კინორეჟისორი.

წყარო: gza.kvirispalitra.gesportall.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.452

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების მედალი
    საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: