Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ სურმანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1956 წელს. 1944-1947წწ. იყო შუახევის რაიონის სოფელ ჭალის ფოსტალიონი; 1950-1956წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სანიტარი; 1956-1957წწ. შუახევის რაიონის სოფელ ბარალეთის ამბულატორიის გამგე; 1957-1963წწ. ამავე რაიონის მთავარი ექიმი; 1963-1974წწ. ბათუმის N1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე; 1969-1979წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა მედიცინის დების მოსამზადებელ კურსებს, ასწავლიდა სასკოლო ჰიგიენას ასაკობრივი ფიზიოლოგიით; 1975-1977წწ. პროფკავშირთა კურორტების მართვის აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 1977-1985წწ. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1985 წლიდან სანიტარიული განათლების საოლქო სახლის ექიმი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი შუახევის №118 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991 წელს რამაზ სურმანიძემ დააარსა ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტი, რომლის რექტორი იყო წლების განმავლობაში; 1994–2004წწ. იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2003–2008წწ. მომავალ მედიკოსებს მედიცინის ისტორიას უკითხავდა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, ისტორიულ-გენეალოგიური ნარკვევები, რომანები და მოთხრობები, პუბლიცისტიკა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1968), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ajaratv.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 317; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ. 71გვ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |