Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაპო კვარაცხელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკიანი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1970 წელს; ასპირანტურა - 1973 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მუშაობს შემეცნების თეორიის, ადამიანისა და მსოფლმხედველობის, სიცოცხლის საზრისის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა ჟურნალში, განსაკუთრებით, კრებულში "ფილოსოფიური ძიებანი". დასავლური გნოსეოლოგიისა და შალვა ნუცუბიძის ალეთოლოგიური რეალიზმის გათვალისწინებით იგი ამტკიცებს, რომ არსებობს ადამიანური ცნობიერების სპეციფიკური სტრუქტურა, რომელიც პიროვნების ფსიქოლოგიურ სუბიექტურობაზე "მეტია", რასაც გნოსეოლოგიური სუბიექტი ეწოდება. სწორედ იგი უზრუნველყოფს სუბიექტში "ობიექტურის" შესაძლებლობას ჭეშმარიტი ცოდნის სახით. ჭეშმარიტება სუბიექტში ობიექტურობის აგენტია. თავის მხრივ სუბიექტ-ობიექტის გნოსეოლოგიური მიმართება მათ შორის ონტოლოგიური მიმართების პრიმატითაა განსაზღვრული. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.106-107 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |