შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გვარჯალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო; სწავლა გააგრძელა ოზურგეთის გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1922 წელს. უმაღლესი განათლების მისაღებად, როგორც სტიპენდიანტი, იმავე წელს გაგზავნილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩაირიცხა მათემატიკის ფაკულტეტზე, 1924 წლიდან კი სწავლა განაგრძო პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე ელექტრომექანიკის განხრით. 1926 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკური წრე, სადაც 150-მდე სტუდენტი იყო გაერთიანებული. 1929 წელს წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით და დატოვეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტად. იმავე წელს ჩარიცხულ იქნა ელექტრული სადგურების კათედრის ასპირანტად; 1930 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორად; 1936 წლის სექტემბრიდან 1937 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი); ამ პერიოდში მან ბევრი იღვაწა ინსტიტუტის სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის გასაფართოებლად და ახალი მოწყობილობა-დანადგარებით მის შესავსებად; მის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული რიონჰესის, ტყვარჩელის სრესის, ხრამჰესის, აწჰესის, თბილტეცის მშენებლობები და საექსპლუატაციოდ გადაცემა; დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარების საქმეში; მან ფასდაუდებელი ამაგი დასდო საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეს; 1936 წელს სამამულო ენერგეტიკის განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის მიიწვიეს ქ. მოსკოვში საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების და სახალხო მეურნეობის სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად და კრემლში მას გადაეცა "საპატიო ნიშნის" ორდენი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 72-73 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |