შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა პირველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მესტია. 1921-1922წწ. ხელმძღვანელობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს ზემო სვანეთში; 1923 წელს საბჭოთა მთავრობას შეურიგდა, მაგრამ 1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ის სვანეთ-ლეჩხუმში ახალი აჯანყების მომზადების ხელმძღვანელობაზე დაითანხმა; 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს მეთაურობდა აჯანყებული სვანების რაზმებს, რომლებმაც აიღეს ბეჩო და ცაგერი; საქართველოს სხვა რეგიონებში აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1924 წლის სექტემბერში თავისი რაზმები დაშალა; ერთხანს იფარის ტყეში იმალებოდა, ოქტომბერში კი საბჭოთა მთავრობას ჩაბარდა; 1925 წელს სასამართლომ მას მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასტიკი იზოლაციითა და წინასწარი პატიმრობის ჩათვლით; გათავისუფლების შემდეგ, 1928 წელს გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში და სვანეთში სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა; 1930-იან წლებში იყო სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის სახელმწიფო საკავშირო ენგურის ოქროს საბადოს სამმართველო "ენგუროქროს" დირექტორი. მასობრივი რეპრესიების დროს, 1938 წელს "ანტისაბჭოთა", "ძირგამომთხრელი" საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |