Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიელ ყაზბეგი![]()
Biographyგაბრიელ ყაზბეგი იყო სტეფანწმინდის მოურავის ყაზიბეგ ჩოფიკაშვილის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1788 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ სტეფანწმინდის მოურავად გაბრიელი დანიშნა; შემდეგ აზნაურობაც ებოძა. მას ევალებოდა დარიალის ხეობის დაცვა და რუსეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გაბრიელ ჩოფიკაშვილი განსაკუთრებით დაწინაურდა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ. რუსეთის ჯარის საქართველოში გადაადგილების მხარდაჭერისთვის მოურავი (რუსული დოკუმენტებით კაპიტან-ისპრავნიკი გაბრიელ კაზიბეკოვი) ოქროს მედლით (იმპერატორ ალექსანდრე I-ის გამოსახულებით ცისფერ ბაბთაზე) დააჯილდოვეს, 1803 წელს კი მაიორის წოდება მიანიჭეს. ამავე პერიოდში გაბრიელმა გვარად "ყაზბეგი" აირჩია. რუსეთის წარმომადგენლები მისივე გვარ-სახელის მიხედვით ყაზბეგს უწოდებდნენ სოფელ სტეფანწმინდასაც. ხევში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ 1804 წელს აჯანყებულმა მთიულებმა მისი გადაბირება ვერ შეძლეს და გაბრიელ ყაზბეგი ბოლომდე რუსეთის ერთგული დარჩა, როგორც 1804 წლის გამოსვლების, ასევე 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს. მისი ორივე ვაჟი - მიხეილი და ნიკოლოზი რუსეთის არმიაში მსახურობდა. გაბრიელ ყაზბეგი არის მისი შვილიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის რომანის - "ელგუჯას" ერთ-ერთი პერსონაჟის, სვიმონ ჩოფიკაშვილის პროტოტიპი. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ხევის მმართველი. მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის პაპა. წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ. 19-27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |