შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა. დიმიტრი (მიტკა) ყაზბეგი დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგში, სადაც ხალხოსნური იდეების გავლენის ქვეშ მოექცა. იყო ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. 1872 წლის 7 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველად აირჩიეს, ხოლო დირექტორებად - დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი. დიმიტრი ყაზბეგი თან ახლდა რუსეთში ფინანსთა სამინისტროსგან ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად გამგზავრებულ ილიას. შემდგომ წლებში ძირითადად სტეფანწმინდაში ცხოვრობდა. იყო ხევის მხარის პირველი განმანათლებელი. უსასყიდლოდ შეასწავლა წერა-კითხვა რამდენიმე გლეხს, რომელთაგან გამოირჩეოდა პავლე ღუდუშაური; ეს უკანასკნელი შემდეგ თვითონაც მასწავლებლობდა. თანამედროვეთა გადმოცემით იყო ძლიერ განსწავლული და დარბაისელი პიროვნება. დიმიტრი ყაზბეგის და - ელისაბედი თავის მოგონებებში (გამოქვეყნდა 1924-1926 წლებში ჟურნალ "მნათობში") ამტკიცებდა, რომ სწორედ დიმიტრი ყაზბეგი იყო რომანების -"ელგუჯასა"და "ხევისბერი გოჩას" ნამდვილი ავტორი, მათმა ბიძაშვილმა ალექსანდრე (სანდრო) ყაზბეგმა კი ამ ნაწარმოებების ხელნაწერები დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ მიითვისა. ამ ბრალდებას მაშინვე გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები (მიხეილ ზანდუკელი), ასევე მოწინააღმდეგეები (ვახტანგ კოტეტიშვილი). თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ალექსანდრე ყაზბეგის ავტორობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას. დიმიტრი ყაზბეგის ნაწარმოები "მავნე სულები" გამოქვეყნებულია ჟურნალში "დროშა" (1968 წელი, №21–22). წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის: ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი/ვანო შადური.-თბ.,1985; წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |