The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ყაზბეგი

დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1935  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. პოზნანი, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა კადეტთა კორპუსი.

1919 წლიდან მსახურობდა საქართველოს ეროვნულ არმიაში. 1920 წელს მიიღო ოფიცრის წოდება, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ყაზბეგი ჯერ თურქეთში გაიხიზნა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა, სადაც 1923 წელს დაამთავრა უმაღლესი სამხედრო–საარტილერიო სასწავლებელი. ირაკლი ყაზბეგმა ღირსეულად იმსახურა პოლონეთის არმიაში; იყო ლეიტენანტი, კაპიტანი, დაიმსახურა პოლონეთის რამდენიმე მაღალი ჯილდო. 1925 წლიდან ირაკლი ყაზბეგი ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" აქტიური წევრი იყო.

წყარო: ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბ.,2005. - გვ. 23–24


გააზიარე: