| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო კირვალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1959 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1962 წელს 1962 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე და კითხულობდა ლექციების კურსს შემეცნებით თეორიაში. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ის ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების სამინისტროს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და აღმზრდელობითი მუშაობის სამმართველოს; იყო თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოში პირველი კომერციული უნივერსიტეტის რექტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: შემეცნების თეორია, კერძოდ, პრაქტიკის როლი შემეცნებაში. გარდა სამეცნიერო სტატიებისა, გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი. ამ ნაშრომებში კრიტიკულად გაანალიზებულია როგორც ძველი, ისე ახალი დროის სკეპტიკოსების არგუმენტები შემეცნების შესაძლებლობის წინააღმდეგ და მოცემულია ცდა ამ არგუმენტების ლოგიკური და ფაქტობრივი უსაფუძვლობის დასაბუთებისა. იგი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების ძირითად საზომს პრაქტიკა წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ე.წ. "სოვეტოლოგების" მოსაზრებებს პრაქტიკის კრიტერიუმის წინააღმდეგ. "სოვეტოლოგების" კრიტიკა წარმოებს დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან. 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მონოგრაფიისთვის "ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემები და სოვეტოლოგია" ნ. კირვალიძეს მიანიჭა უნივერსიტეტის პრემია და აღიარებულ იქნა 1981-1983 წლების საუკეთესო მეცნიერულ ნაშრომად. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1980). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.109-110; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.198 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

