The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ კირვალიძე

Date of birth:1930
Date of death:18 December, 1994  (at 64 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1959 წელს.

მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: შემეცნების თეორია, კერძოდ, პრაქტიკის როლი შემეცნებაში. გარდა სამეცნიერო სტატიებისა, გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი. ამ ნაშრომებში კრიტიკულად გაანალიზებულია როგორც ძველი, ისე ახალი დროის სკეპტიკოსების არგუმენტები შემეცნების შესაძლებლობის წინააღმდეგ და მოცემულია ცდა ამ არგუმენტების ლოგიკური და ფაქტობრივი უსაფუძვლობის დასაბუთებისა. იგი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების ძირითად საზომს პრაქტიკა წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ე.წ. "სოვეტოლოგების" მოსაზრებებს პრაქტიკის კრიტერიუმის წინააღმდეგ. "სოვეტოლოგების" კრიტიკა წარმოებს დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1980).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.109-110;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61

Bibliography


Share: