The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯანსუღ კორძაია

ჯანსუღ კორძაია
Date of birth:15 September, 1932
Date of death:4 February, 2010  (at 77 years)
Category:Scientist, Writer, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს; ასპირანტურა - 1964 წელს.

1964-1975წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე თავდაპირველად მასწავლებლად, შემდეგ - უფროს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად; 1979-1993წწ. მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროში რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამმართველოს უფროსად; 1994 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჯერ დეკანად, შემდეგ - ესთეტიკის კათედრის გამგედ და ამავე კათედრის პროფესორად. მისი ფილოსოფიური კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფილოსოფიის ისტორია, გნოსეოლოგია, კულტურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია პრაქტიკის კრიტერიუმის თავისებურებანი შემეცნების თეორიაში. სტატიაში "კულტურა და სინამდვილის სუბსტანციის ახლებურად გააზრების ცდა", რომელიც დაიბეჭდა საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის წელიწდეულ ორგანოში "ფილოსოფიური ძიებანი" (ტ. IV, 2000), იგი ამტკიცებს, რომ კულტურის სუბსტანციას ცნობიერება წარმოადგენს. მას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1960).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.112-113; kordzaia.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 180

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: