Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ მარგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი. 1960 წლიდან მესტიის რაიონის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის, თბილისის N3 ლუდის ქარხნის, ქ. თბილისის გამწვანების სადგურის მუშა; 1973 წლიდან კომბინატ "იალბუზის" მაცივრის უფროსის მოადგილე, ბრიგადირი, ზეინკალი, მთავარი მექანიკოსი, საწარმოო გართიანება "საქთევზმრეწვის" ინჟინერ-მექანიკოსი, წარმოების უფროსის მოვალეობათა შემსრულებელი; 1978-1990წწ. ამიერკავკასიის ნავთობსადენის სამმართველოს გარდაბნის უბნის უფროსი, ინჟინერი, საქართველოს კპ გარდაბნის უბნის უფროსი, ინჟინერი, საქართველოს კპ გარდაბნის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, რუსთავის სანაშენე მეღორეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, საქონლის სასუქებელი კომპლექსის დირექტორი, საქართველოს კპ გარდაბნის რაიკომის პირველი მდივანი, სახალხო დეპუტატთა რაი-საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, გარდაბნის №28 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. იგი პარტიულ და სამეურნეო საქმიანობაში ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით, მრავალი მედლით, მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს და კაზაკთა გენერლის წოდებები. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.235; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.234 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |