Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინესა მერაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1979წწ. მუშაობს გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, ინგლისური ენის მასწავლებელად; 1979-1985წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1985-1989წწ. უნივერსიტეტის იდეურ-აღმზრდელობითი განყოფილების უფროსი მეთოდისტი; 1989-1992წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006წწ. სამაგისტრო პროგრამა "თარგმანის ხელოვნების" (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე) დაფუძნება (2005) და მისი ხელმძღვანელობა; ენებისა და თარგმანის კათედრის გამგე, პროფესორი; 1996 წლიდან თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორი, მფლობელი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ კონტრაქტით მოწვეული პროფესორი; 2009-2012წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობა, სადოქტორო პროგრამა "თარგმანმცოდნეობის" დაფუძნება და ხელმძღვანელობა; 2009 წელს არჩეულია თსუ თარგმანმცოდნეობის სრულ პროფესორად 3 წლის ვადით; 2012 წლდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; 2012 წელს არჩეულია თსუ თარგმანმცოდნეობის სრულ პროფესორად 6 წლის ვადით; არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 23 ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტის, პროექტის და პროგრამის მონაწილე. კითხულობდა ლექციებს ნოთინგჰემის საერთაშორისო სკოლაში, დუისბურგის უნივერსიტეტში, ლონდონში ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებაში, ბაირონის ბრიტანულ საზოგადოებაში. მიღებული აქვს ბაირონის მედალი (ბაირონის საერთაშორისო საზოგადოება, 2000), "ოქროს არწივი" (ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოება, 2001), საერთაშორისო ელჩის წოდება (ამერიკის ბიოგრაფიის საერთაშორისო ცენტრი, 2005), ქართული კულტურის დესპანის წოდება ნაყოფიერი მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), მედალი ბაირონოლოგიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014), პრემია "ოქროს ფრთა" (საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაცია, 2014), საერთაშორისო პრემია "ოქროს არტი" (ხელოვნების აკადემია, 2014), თამარიონის ენდალამა ნომინაციაში "ქართული კულტურის დესპანი" ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის (ააიპ "ოქროს ფონდი", 2018). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), სრული პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |