The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მაქაცარია

გურამ მაქაცარია
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი 1972 წელს, ასპირანტურა.

ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას: 1972-1973წწ. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973 წლიდან რუსთავის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ავტომატმრეწვის" უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა მაჟორიტარიული, მაჟორიტარი რუსთავის №20 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმსიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.238

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის და ეკოლოგიის კომისია, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის ქვეკომისის, თავმჯდომარე (1990-1991)

გააზიარე: