The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზი ნადარეიშვილი

რეზი ნადარეიშვილი
ოფიციალური სახელი:რევაზ ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 2000 წელს; 1988-1989 წლებში სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში.

შრომითი საქმიანობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საპორტო ფლოტში, ბუქსირ «უშბა»-ზე დაიწყო; 1989-1994წწ. მატროსად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და ერთობლივი კომპანიების «ANGLO-GEORGIAN»-ის, «ADJAR SHIPPING»-ისა და «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის  ტანკერებზე: «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК», «POTI», «ADJARIA» და  «ILYA»; 1995-2006 წწ. შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მე-3, მე-2 და უფროს თანაშემწედ ცურავდა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე; 2006 წლიდან მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანია; 2011 წლიდან მეთაურობს გერმანული სანაოსნო კომპანია «INTERORIENT SHIPMANAGEMENT»-ის გემების ეკიპაჟებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: