Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეზი ნადარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 2000 წელს; 1988-1989 წლებში სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში. შრომითი საქმიანობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საპორტო ფლოტში, ბუქსირ «უშბა»-ზე დაიწყო; 1989-1994წწ. მატროსად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და ერთობლივი კომპანიების «ANGLO-GEORGIAN»-ის, «ADJAR SHIPPING»-ისა და «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერებზე: «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК», «POTI», «ADJARIA» და «ILYA»; 1995-2006 წწ. შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მე-3, მე-2 და უფროს თანაშემწედ ცურავდა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე; 2006 წლიდან მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანია; 2011 წლიდან მეთაურობს გერმანული სანაოსნო კომპანია «INTERORIENT SHIPMANAGEMENT»-ის გემების ეკიპაჟებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |