შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა შინდაგორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1949 წელს; აზერბაიჯანის ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1965 წელს. 1949-1967 წწ. მატროსად, შტურმან-გემთწამყვანად და კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სსრკ კასპიის ზღვის სახელმწიფო სანაოსნოს გემებზე; 1967-1971 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემების კაპიტნის უფროს თანაშემწედ დაცურავს; 1971- 1985 წწ. შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; 1985 წლიდან საქმიანობა ნაპირზე, ბათუმის საზღვაო პორტის კაპიტნის სამსახურში განაგრძო. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |