Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სევერიან ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. ოზურგეთში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ლიტერატურით, განსაკუთრებით პოეზიით. სრულიად ახალგაზრდა სევერიან ურუშაძე გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. გერმანიაში დაეუფლა გერმანულ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და ფრანგული ენა შეისწავლა. 1926 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში. საფრანგეთში ცხოვრობდა აგრეთვე მისი უფროსი ძმა ნიკოლოზ ურუშაძეც, რომელიც იყო საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი უცხოეთში. სევერიან ურუშაძე წერდა ოთხ ენაზე – ქართულად, რუსულად, გერმანულად და უმეტესად ფრანგულად. ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. 1950 წელს პარიზში გამოიცა მისი ლექსების ორი კრებული – "ჰიმნები ჰარმონიული მსოფლიოსთვის" და "საქართველო და კეთილი, თან ცხოვრება და მშვენიერება" (ქართულ და გერმანულ ენებზე). 1951 წელს, ასევე პარიზში გამოიცა პოეტის ლირიკული პიესა სამ აქტად – "კოლხიდეა", რომელსაც დამატების სახით დართული აქვს მისი ლექსები ქართულ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე. თავისი სიცოცხლის მანძილზე სევერიან ურუშაძემ დაახლოებით თორმეტი წიგნი გამოსცა. იგი თავის ერთ პირად წერილში ამბობდა: "... მსურდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი წვლილის შეტანა, შეძლებისდაგვარად ... თუმცა ჩემი შემოქმედება ფრანგულ ენაზეა, იგი ჩემი უძვირფასესი ქვეყნის, საქართველოს და უძვირფასესი ერის – ქართველი ერის გასწვრივ მიმდინარეობს." ჟურნალ "გუშაგში" ( №1. გვ. 69–72; 1984, პარიზი, კარლო ინასარიძის წერილი - პოეტი სევერიანე ურუშაძე). ნიკოლოზ ურუშაძის ძმა, ქართველი ემიგრანტი. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია: ტ. 1 / გურამ შარაძე. - თბ., 2001. - გვ. 379 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |