The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ურუშაძე

ნიკოლოზ ურუშაძე
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:2000  (100 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

1917 წელს მსახურობდა ქართულ მეოთხე ქვეითთა პოლკში, რომელიც ოსმალებისგან იცავდა ოზურგეთსა და მის მიდამოებს. დამოუკიდებლობის გამოცხადების ამბავი ნიკოლოზ ურუშაძემ  თავის ათასეულში, სოფელ ბახვში შეიტყო. იგი 1926 წელს სპეციალური დავალებით მივლინებულ იქნა პარიზში, როგორც საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი უცხოეთში. აქ ის შეხვდა სამსონ ფირცხალავას, პარიზში გამომავალ უცხოეთში მყოფ სოციალისტ–ფედერალისტების კომიტეტის პერიოდულ ორგანო "სახალხო საქმის" ( 1826–1935) რედაქტორს და 1927 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ამ ჟურნალში. მისი პირველი სტატია – "ჩვენი პარტია და ეროვნული მთლიანობის იდეა", გამოქვეყნდა "სახალხო საქმის" 1927 წლის თებერვლის ნომერში. ნიკოლოზ ურუშაძის წერილები მუდმივად იბეჭდებოდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე. მასალები მის შესახებ გამოქვეყნებულია: "ინტერვიუ: ნიკო ურუშაძე" (რადიო "თავისუფლება", მიუნხენი); ქართული რედაქცია: კრებული (რეპორტაჟები, ინტერვიუები, კორესპონდენციები) II, ლევილის ქართული მამულის ბიბ-კა. მიუნხენი, 1977, გვ. 119–124); "ნიკო ურუშაძის გარდაცვალება" ("მებრძოლი საქართველო", ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო, პარიზი, 2000, 26 მაისი, N27(45), გვ.56-59). ემიგრანტ სევერიან ურუშაძის ძმა, ქართველი ემიგრანტი. 

წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია: ტ. 1/გურამ შარაძე. - თბ., 2001. - გვ. 379; el.ge


გააზიარე: