შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ნატრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით შიგაწვის ძრავები 1972 წელს. 1972-1974წწ. მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი; 1974-1984წწ. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1984-1990წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985-1991წწ. ლექტორი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1991-1995წწ. რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1995-2006წწ. რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2011 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოწვეული პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან არის პრიორიტეტული პროგრამის "ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში" კოორდინატორი და ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი; სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციების კურსს საფრანგეთში (პარიზი, ტულუზა, მარსელი); არის 5 სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიგელით მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |