The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნერსესიანი

ალექსანდრე ნერსესიანი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადბეის ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1969 წელს.

1969-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-2008წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1992-1994წწ. მოწვეული პროფესორი Chalmers University of Technology- ში; 1995-1996წწ. Senior Visiting Fellow ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი); 1997-1998წწ. ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის (გერმანია) მოწვეული პროფესორი; 1998-2019წწ. აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის ასოცირებული მკვლევარი; 2008 წლიდან ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: თეორიული ფიზიკა; დაბალგანზომილებიანი კონდენსირებული სისტემების უნივერსალური თვისებები; კვანტური მაგნიტური მოვლენების თეორია; მყარი სხეულების კონდენსირებული გარემოთა თეორიის ტოპოლოგიური ასპექტები, კვანტური კრიტიკული მოვლენები. სპინურო ჯაჭვები და კიბეები; ნახშირბადის ნანომილები, კვანტური მავთულები. 2017 წელს მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიგელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1985-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: