The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მაჭავარიანი

არჩილ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაშე, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1975 წელს. 

1976 წლიდან ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას: 1976-1990წწ. ცხინვალის საოლქო საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი, მარნეულის რაიონის შულავრის, გორის რაიონის ვარიანის საექიმო ამბულატორიების ექიმი-სტომატოლოგი, თბილისის მეორე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-პროთეზისტი; 1990 წელს მარნეულის სახალხო დეპუტატთა რაი-საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, მერაბ კოსტავას საზოგადოება. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.240

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის კომისია, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: