შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუთ ნოიკომი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოიჰაუზენი (გურიევსკი, კალინინიგრადის ოლქი). 1945-1949წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 1949 წლიდან იყო პროფესორ კიტა ჩხენკელის მოწაფე და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. მასთან ერთად თარგმნა გერმანულად "ვისრამიანი" (1957), "თანამედროვე ქართული მოთხრობები" (1974), "ვეფხისტყაოსანი" (1974). 1974 წელს ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ "ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე" მომუშავე კოლექტივი ღვაწლისა და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი დააჯილდოვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), შვეიცარიელი ქართველოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-გვ. 466-467
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |