The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეა ფლური

ლეა ფლური
Date of birth:9 September, 1916
Date of death:26 April, 2010  (at 93 years)
Burial location:ციურიხი, შვეიცარია
Category:Translator, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი  მატენ-ინტერლაკენი, შვეიცარია.

სწავლობდა ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. მუშაობდა უცხო ენების მასწავლებლად და მთარგმნელად. 1947 წელს ციურიხის უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ენის შესწავლა პროფესორ კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით. ლეა ფლურიმ  საგანგებოდ შეისწავლა პოლიგრაფიული საქმე და ააწყო რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, მათ შორის "ქართული ენის შესავალი" ორ ტომად (1955) და "ქართულ-გერმანული ლექსიკონი" სამ ტომად (26 ნაკვეთი, 1960) და სხვ. 1974 წელს ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ "ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე" მომუშავე კოლექტივი ღვაწლისა და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი დააჯილდოვა. ლეა ფლური განაგებდა კიტა ჩხენკელის მიერ ციურიხში დაარსებულ გამომცემლობა "ამირანს", ხელმძღვანელობდა ქართველოლოგიური ლიტერატურის ბეჭდვისა და პოპულარიზაციის საქმეს. შვეიცარიელი ქართველოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.349; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.482


Share: