The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯობავა

ნოდარ ჯობავა
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1991  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: სოფელი დიდინეძი, ზუგდიდის რაიონი.       

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1967-1969წწ. იყო თბილისის საშენ მასალათა დამუშავების კომბინატის მთავარი ინჟინერი, შემდგომ დირექტორი; 1969-1974წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის "ბაკურიანმშენის" უფროსი; 1974-1985წწ. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული, N3 სპეციალიზირებული სამმართველო სპორტნაგებობების მშენებლობის უფროსი; 1985-1991წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს, სპეციალიზირებული, სამშენებლო სარემონტო ტრესტ "საქოლიმპიადმშენის" მმართველი; არჩეული იყო ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრად; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში, სპორტული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მსხვილი, არაერთი ობიექტის მშენებლობაში; 1969 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი ხელმძღვანელობით დაბა ბაკურიანში დაიწყო ზამთრის სათხილამურო, სპორტული და ოლიმპიური ბაზების მშენებლობა,"ბაკურიანმშენი"; დასავლეთ საქართველოში, ლესელიძის  საკავშირო მნიშვნელობის, ოლიმპიური კომპლექსი, სოხუმის ოლიმპიური "კემპინგ- კომპლექსი", ოჩამჩირის ნავმისადგომი; ეშერის, ოჩამჩირისა და ფოთის წყალსათხილამურო კომპლექსები, ბობოყვათის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სენაკის ცენტრალური სტადიონი, აბაშის სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი; სოფელ ცაიშში, საფუძველი ჩაუყარა და დაიწყო (კავშირში ერთერთი საუკეთესო პროექტისა და მნიშვნელობის) "სპორტულ - გამაჯანსაღებელი" კომპლექსის მშენებლობა, სოფელი ცაიშის საშუალო სკოლა, სოფელ კახათის  სპორტული კომპლექსი "მოდული", სოფელი დიდინეძის კულტურის სახლი, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურია"-ს სტადიონი, გრიგოლეთის მოსამზადებელი - საწვრთვნელი ბაზა, ტყიბულში სპორტული კომპლექსი; საქართველოს მასშტაბით, კულტურულ,  სასკოლო - აღმზრდელობითი დაწესებულებები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; ასევე მოღვაწეობდა საქართველოს რესპუბლიკის გარეთ (რუსეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და აზერბაიჯანი); 1988 წელს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "მშენებლობა და არქიტექტურა" სადაც დაწვრილებით არის ასახული ნ. ჯობავას ღვაწლი ტრესტ "საქოლიმპიადმშენის" ჩამოყალიბებასა და მაშტაბურ მშენებლობებზე; ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიჯნაზე, მისი მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი ეკლესიის აღდგენა-რეაბილიტაცია. სოფელ ცაიშში, ქუჩას სადაც ის ცხოვრობდა, 1992 წლიდან მიენიჭა ნოდარ ჯობავას სახელი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: