The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გობრონიძე

ალექსანდრე გობრონიძე
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2004  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1991-1996წწ. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე;  მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–1964წწ. ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად; 1964 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანად; 1975 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგე; იკვლევს პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის პრობლემებს; 2009 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე გობრონიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.55; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 289

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: