Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1939 წელს და ჩაირიცხა ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით. 1946 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით. 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1975-1989წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგე; 1978 წელს მიიწვიეს მოსკოვში არისტოტელეს "ორგანონის" რუსული თარგმანის რედაქტირებისა და კომენტარებისთვის; 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების სემანტიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე. ის სისტემატურად მონაწილეობდა ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, აგრეთვე საკავშირო კონფერენციების მუშაობაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.127 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |