Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მშვიდობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მუშაობდა დიალექტიკის, ეთიკისა და ესთეტიკის პრობლემებზე. თავის ნაშრომებში იგი ამტკიცებს დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების ერთიანობას, რომელიც ფილოსოფიური ცოდნის სისტემას ქმნის და ფილოსოფიური სისტემის სახით წარმოსდგება. ამ პრინციპების ერთიანობას კი ის გარემოება განაპირობებს, რომ თითოეული მათგანი ეთანხმება და მოითხოვს მეორეს. სხვაგვარად მეცნიერული სისტემის აგება შეუძლებელია. იგი იკვლევს დიალექტიკური მთელის ბუნებას და მის დამოკიდებულებას დიალექტიკურ მომენტთან, აჩვენებს თითოეული მათგანის სპეციფიკას. დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან გამოკვლეულია ლოგიკურის ბუნება. ლოგიკური მისი აზრით, საზოგადოებრივი პრაქტიკით განსაზღვრული ასახვის საბოლოო შედეგია. მაგრამ ლოგიკურს უკუქმედების ფუნქცია გააჩნია, სახელდობრ, იგი გარკვეულწილად განსაზღვრავს საზოგადოებრივი განვითარების პროცესს. ამასთან დაკავშირებით განხილულია ლოგიკურისა და დიალექტიკურის ურთიერთობა, კრიტიკულად გაანალიზებულია არისტოტელეს, კანტის, ფიხტესა და ჰეგელის თვალსაზრისები, ნაჩვენებია ცნობიერების დიალექტიკური ბუნება, როგორც ობიექტური სინამდვილის იდეალური ასახვის ფორმა. ეთიკურისა და ესთეტიკურის ბუნებაც გაანალიზებულია დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან, გარჩეულია ამ ფილოსოფიური დისციპლინის კატეგორიები. ავტორია მრავალი მეცნიერული სტატიისა ფილოსოფიური პრობლემების შესახებ. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.128-129 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |