შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თიკა ფაცაცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში; 1991 წელს ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა; 1997 წელს პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა; 2000 წელს ჯგუფი "სეთი" შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა; 2003 წელს პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით "თქვი, რას აპირებ"; ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი "სიმართლის დროა"; 2008 წელს "იმედის ტალღის" გამარჯვებული გახდა; 2010 წლის 1 თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ "ნიჭიერის" წამყვანი იყო; გარდა "ნიჭიერისა" მიჰყავდა შოუ "მელომანია"; ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანია. არის კონკურსების: "მის თბილისი" (1998), "მის ოქროს გლობუსი" (მე-3 ადგილი), "მის საქართველოს" გამარჯვებული. წყარო: fortuna.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |